ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა უახლესი აპარატურით
მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა
მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. თუ მანქანის რომელიმე ნაწილი გამოვიდა მწყობრიდან და იკვეთება კონკრეტული მიზეზი, ამ პრობლემის გადაჭრის გზაა კომპიუტერული დიაგნოსტიკა. ზუსტი რეზულტატის მისაღებად დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს ლიცენზირებული, უახლესი აპარატურით, რომელიც შეასრულებს არამარტო ზედაპირულ, არამედ დეტალურ დიაგნოსტიკას.
ყველაზე გამოკვეთილი პრობლემები როცა საჭიროა ელექტრტო დიაგნოსტიკა:
ჩხაკუნის გამოკვეთილი ხმა ავტომობილის გასაღების გადატრიალებისას
ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა. დაქოქვის მცდელობისას ჩხაკუნის ხმა მიუთითებს, რომ ძრავს არ აქვს საკმარისი ელექტროენერგია დასაქოქად. მიზეზი შესაძლოა იყოს დაუმუხტავი ან უხარისხო აკუმულატორი. საყურადღებოა, რომ ავტომობილში ყოველთვის ბრენდული და ამ ავტომობილის შესაბამისი სპეციფიკების მქონე აკუმლატორი უნდა იყოს გამოყენებული
საინფორმაციო დაფაზე მაფრთხილებელი ინდიკატორების ანთება
ავტომობილებში ელექტრონული დაზიანების შემთხვევაში, საინფორმაციო დაფაზე ნაჩვენებია ტექსტური შეტყობინები, ან შესაბამისი მაფრთხილებელი სიმბოლო. შესაბამისი სერვისის ჩატარების შესახებ სწორედ ამ შეტყობინებებით ხდება ცნობილი.
საგრძნობი ცვლილება ეფექტურ მუშაობაში
თუ ავტომობილზე საგრძნობლად გაიზარდა საწვავის მოხმარება, შემცირდა სიმძლავრე, სიჩქარეების გადართვები გახდა არაკომფორტული ან არასტაბილური, იგრძნობა არასასიამოვნო სუნი და ჭარბი გამონაბოლქვი. ასეთ შემთხვევაში სასურველია ჩატარდეს ელექტრონული დიაგნოსტირება. ამით თავიდან აირიდებთ მნიშვნელოვან დაზიანებას.

ხშირად დასმული კითხვები
როგორ ხდება ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა?
- სადიაგნოსტიკო სკანერსი ერთდება ავტომობილში, რომლის საშუალებითაც კეთდება ყველა მართვის მოდულის სკანირება და დაზიანების კოდების დადგენა
- ზემოაღნიშნულ კოდებს მიხედვით დგინდება შესაბამისი დაზიანება.
- ავტომობილის შეკეთების შემდეგ, ელექტრო დიაგნოსტიკის პროცესი შეიძლება განმეორდეს, ავტომობილის შემოწმების მიზნით
აქვს თუ არა მნიშვნელობა ელექტრო კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატს?
ელექტრო დიაგნოსტიკისას აპარატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე, ცნობილი და აპრობირებული პრენდის ხელსაწყოები. უხარისხო და მოძველებული ხელსასწყოს გამოყენებამ, შესაძლოა ვერ აღმოაჩინოს მანქანის დაზიანება, ან არასწორი დიაგნოზი დასვას.
ჩვენი სერვისები
ზეთის შეცვლა
მანქანის ძრავის გამართული ფუნქციონირებისთვის
3D რაზვალი
მანევრის და შეუფერხებელი მართვისთვის
სავალი ნაწილის შეკეთება
დროული და ზუსტი რეკომენდაციები
მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა
გაუმართაობის სწორი და დროული დიაგნოზი

ხუნდების შეცვლა
ფარების პოლირება
მკვეთრი, სტაბილური და ხარისხიანი ნათებისთვის

არგონი

ფარების გასწორება
განათების გასწორება სტანდარტის მიხედვით

მაყუჩის აღდგენა - გადაკეთება
უკეთესი ხმისა და პერფორმანსისთვის