ელექტროდიაგნოსტიკა
პანელზე ინდიკატორი აინთო ან მანქანა უჩვეულოდ მუშაობს? კომპიუტერული დიაგნოსტიკა მიზეზის გარკვევაში დაგვეხმარება.
სერვისის შესახებთვლების გეომეტრია
მანქანა ერთ მხარეს იწევს ან საბურავები არათანაბრად ცვდება? შევამოწმოთ თვლების გეომეტრია და გავარკვიოთ მიზეზი.
თბილისი, ნიკოლოზ ხუდადოვის 136
რაზვალის გასწორებისას ვამოწმებთ და ვარეგულირებთ თვლების კუთხეებს. სწორად დარეგულირებული თვლები მანქანის სტაბილურ მოძრაობასა და საბურავების თანაბარ ცვეთას უწყობს ხელს.
3D დანადგარით ვზომავთ თვლების კუთხეებს და შედეგებს ავტომობილის მწარმოებლის მონაცემებს ვადარებთ. ამის შემდეგ ვადგენთ, რომელი კუთხეა გასასწორებელი და შესაძლებელია თუ არა მისი რეგულირება ამ მოდელზე.
შემოწმებისას სამი ძირითადი კუთხე იზომება. მათი დასაშვები მნიშვნელობები და რეგულირების შესაძლებლობა მანქანის მოდელსა და კონსტრუქციაზეა დამოკიდებული.
თვლების შემოწმება სასურველია ძლიერი დარტყმისა და სავალი ნაწილის შეკეთების შემდეგ, ასევე მაშინ, თუ საბურავები არათანაბრად ცვდება. გეგმური შემოწმებისას გაითვალისწინეთ მწარმოებლის რეკომენდაცია და ისიც, რა პირობებში მოძრაობთ.
თუ სავალ ნაწილში დეტალი გაცვეთილია ან დაზიანებულია, მხოლოდ რაზვალის გასწორება საკმარისი არ იქნება. ჯერ უნდა დადგინდეს, რა არის შესაკეთებელი.
ყურადღება მიაქციეთ
ერთსა და იმავე ნიშანს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მანქანას შევამოწმებთ და გავარკვევთ, რა არის გასაკეთებელი.
მარტივად, ნაბიჯ-ნაბიჯ
ვამოწმებთ საბურავებსა და სავალ ნაწილს, შემდეგ კი ვზომავთ თვლების კუთხეებს.
კუთხეებს მწარმოებლის მონაცემების მიხედვით ვასწორებთ, მანქანის კონსტრუქციის გათვალისწინებით.
თვლების კუთხეებს ხელახლა ვზომავთ, შედეგს ვამოწმებთ და გიხსნით, კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
სასარგებლოა იცოდეთ
სხვა კითხვა გაქვთ? დაგვირეკეთ — სიამოვნებით გიპასუხებთ.
555 11 77 71არა. რაზვალის დროს თვლების კუთხეები სწორდება, ბალანსირებისას კი — თვლის წონასწორობა. რომელი სერვისი სჭირდება მანქანას, შემოწმებით დგინდება.
ეს მანქანის მოდელზე, სავალი ნაწილის მდგომარეობასა და საჭირო რეგულირებაზეა დამოკიდებული. დაგვიკავშირდით და ვიზიტის შეთანხმებისას სავარაუდო დროსაც დავაზუსტებთ.
შემოწმება განსაკუთრებით სასურველია, თუ ძველი საბურავები არათანაბრად ცვდებოდა ან მანქანის მართვაში ცვლილება შენიშნეთ.